ურთიერთგაგების მემორანდუმი
ურთიერთგაგების მემორანდუმი დაიდო 2007 წლის 29 იანვარს იურმალაში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და
ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის.
ლატვიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ორგანიზება გაუწია სემინარს "ევროპული ბიბლიოთეკების ინიციატივები"-ს სახელწოდებით, რომელიც ჩატარდა ამა წლის 29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით ლატვიაში, იურმალაში. სემინარის მიზანი იყო მოწვეული სტუმრებისთვის გაეცნოთ ერთიანი ევროპული ციფრული ბიბლიოთეკის მიმდინარე პროცესები, TEL-ME-MOR-ის შედეგები და მომავალის პერსპექტივები.
სემინარში მონაწილეობა მიიღო ლატვიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ლატვიის კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, უკრაინის კულტურის სამინისტრომ, საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდავეთის, რუსეთის ბიბლიოთეკების და ევროპული ბიბლიოთეკის (TEL) წარმომადგენლებმა.
LATVIJAS
NACIONALA BIBLIOTEKA
მიმაგრებული დოკუმენტები:
სემინარის ანგარიში