შეთანხმება პარტნიორობასა და თანამშრომლობის შესახებ
2006 წელს დაიდო შეთანხმება პარტნიორობასა და თანამშრომლობის შესახებ საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და უკრაინის საპარლამენტო ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის. მოცემული შეთანხმების მიზანია - ეროვნული ბიბლიოთეკების პოტენციალის გამოყენება საბიბლიოთეკო საქმის, მეცნიერების, კულტურისა და განათლების განვითარების, საქართველოსა და უკრაინის ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნისა და მხარდაჭერისათვის.