გავრიილ ტოკარევი

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ბიბლიოგრაფი, მკვლევარი და მოგზაური გავრიილ ალექსის ძე ტოკარევი დაიბადა 1796 წელს. იგი მიხეილ ვორონცოვის მოწვევით 1845  წელს  ჩამოვიდა საქართველოში ოდესიდან და მე-7 კლასის მოხელის წოდებით მეფისნაცვლის კანცელარიაში დაიწყო  მუშაობა. მალე მას თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარობა დაევალა, 1846 წლის იანვრიდან კი მეფისნაცვლის ბრძანებით ამ დაწესებულების პირველი  დირექტორი გახდა. 

ტოკარევი დიდი გულმოდგინებით და შეუდგა  თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიაზე ოდითგანვე ბევრი იწერებოდა, ამ მხარის შესახებ არსებული ისტორიული, გეოგრაფიული, სტატისტიკური და სხვადასხვა სახის  ბიბლიოგრაფიული საძიებელი ფაქტობრივად  არ არსებობდა. თუ არ ჩავთვლით დიუბუა დე მონპერეს მიერ შედგენილ საძიებელს, რომელიც ერთადერთი გამონაკლისი იყო, რომელიც მხოლოდ ავტორის მიერ მოძიებულ წყაროებს მოიცავდა. გავრიილ ტოკარევმა ორ წელიწადში შეძლო უნივერსალური ბიბლიოგრაფიის შექმნა, რომელიც 1848 წელს გაზეთ „კავკაზ- ში" გამოაქვეყნა. გაზეთის 1848 წლის 16 აგვისტოს ნომერში იგი წერდა: "... ახლა ამ ბიბლიოგრაფიული ნაშრომის შემდეგ, შემიძლია ტფილისში კარგი, თანმიმდევრული საჯარო ბიბლიოთეკის შედგენაზე ვიზრუნო. ბიბლიოთეკის მთავარი ღირსება მის სპეციალიზაციაში უნდა მდგომარეობდეს".

ბიბლიოთეკაში სამი ტიპის კატალოგი შეიქმნა: 1. საინვენტარო. 2. ანბანური. 3. სისტემატური. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გავრიილ ტოკარევმა პირველმა დანერგა, წიგნთა გაცვლითი წესის გამოყენებით ფონდების გამდიდრების ტრადიცია, რასაც სათავე დაუდო მის მიერ თბილისის პირველი გიმნაზიის ბიბლიოთეკასთან დუბლიკატების გაცვლამ.

1850 წლის 27 ივლისს თბილისში დაარსდა რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება, რომლის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენდა კავკასიის შესწავლა გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული და სტატისტიკური თვალსაზრისით.  1851 წლის  აპრილში გავრიილ ტოკარევი, როგორც კავკასიის შესახებ არსებული ლიტერატურის უბადლო სპეციალისტი, რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებაში მიიწვიეს სამუშაოდ. მან მშვენივრად შეძლო  საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის ფუნქციისათვის  გეოგრაფიული საზოგადოების ბიბლიოთეკარისა და  საზოგადოებასთან არსებულ კავკასიის მუზეუმის მცველის მოვალეობების შეთავსება. ოდნავ მოგვიანებით კი,  დიდი დატვირთვის გამო, მან არჩევანი გეოგრაფიული საზოგადოების სასარგებლოდ გააკეთა და დათმო „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის" დირექტორის თანამდებობა. თუმცა ამ დაწესებულებასთან კავშირი მას სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია.

გავრიილ ტოკარევი პარალელურად ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. 1850 წელს მან, კავკასიაში სამუშაოდ მყოფ 60 პიროვნებასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით დიდ არარატზე (5165 მ) მოწყობილ ასვლაში. გენერალ-ლეიტენანტ ი.ი. ხოძკოსთან, კაპიტან პ. უსლართან და ტოპოგრაფებთან ნ. ბ. ხანიკოვთან და სიდოროვთან ერთად ტოკარევმა მუდმივი უამინდობის პირობებში მწვერვალზე მთელი კვირა  დაჰყო.  

გავრიილ ტოკარევის კვლევის სფეროს ამიერკავკასიის, განსაკუთრებით  საქართველოსა და სომხეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის საკითხები და მატერიალური კულტურის ძეგლები წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ ტოკარევი კავკასიის მეცნიერული შესწავლის ერთ-ერთი პიონერთაგანი იყო. ამ საქმეში გარკვეული როლი შეასრულა მისმა ნარკვევებმა და სტატიებმა. იგი გაზეთ „კავკაზ-ის" ფურცლებზე პერიოდულად აქვეყნებდა თავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის შრომებს. ბუნებისა და ისტორიული ძეგლების მონახულების მიზნით გავრილ ტოკარევი ბევრს  მოგზაურობდა: 50-იან  წწ. მოიარა ერევნის  გუბერნია, აკადემიკოს გ. აბიხთან ერთად მონაწილეობა  მიიღო კავკასიის ქედზე ჩატარებულ ექსპედიციაში. მან ბევრი სამეცნიერო ნაშრომი დატოვა ხელნაწერის სახით, მათ შორის არის დაუმთავრებელი შრომა „ ერევნის გუბერნიის ისტორია"

კავკასიის თემა გარკვეულად აისახა გავრიილ ტოკარევის  სალიტერატურო შემოქმედებაშიც. მის მხატვრულ ნაწარმოებებსა და დრამებში („ნებისყოფა", „ფარნეზა") გადმოცემულია კავკასიაში მცხოვრებ ხალხთა ისტორია და აღწერილია მათი სულიერი ყოფის  სურათები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტოკარევი თბილისში, კომენდანტის (დღევანდელი გრიბოედოვის) ქუჩაზე ფლობდა პირველ რუსული წიგნების მაღაზიას. უბედური შემთხვევის შემდეგ იგი მძიმედ დაავადდა და 1854 წლის აგვისტოში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია თბილისში, წმინდა  გიორგის ეკლესიის ეზოში. მან პროფესიონალიზმისა და საკუთარი საქმისადმი დიდი სიყვარულის  წყალობით  ხორცი შეასხა მიხეილ ვორონცოვის გრანდიოზულ იდეას - შექმნილიყო თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა, კავკასიის შესახებ არსებული ლიტერატურის ცენტრალური წიგნსაცავი.

ნინელი მელქაძე

ქეთევან მგალობლიშვილი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Токарев Г.А.: Некролог // газ. Кавказ. - 1854. - № 62. - С. 246
  2. Мелкадзе Н. В. Славные имена в биографии Тифлисской публичной библиотеки [Текст] / Н. В. Мелкадзе // Вестник Библиотечной Ассамблеи Евразии. - 2011. - № 3. - С. 78-80 : фот., ил. - Библиогр.: с. 80 (4 назв.). - Примеч.: с. 80

გავრილ ტოკარევის შრომების ნუსხა:

1. Токарев, Гавриил Алексеевич. Об источниках сведений о Кавказе (статья библиографическая) (1. Писатели древние ) // газ. Кавказ. - 1847. № 27. - С. 107-108

2. Токарев, Гавриил Алексеевич. Об источниках сведений о Кавказе (статья библиографическая) // газ. Кавказ. - 1847. - № 28. - С. 111-112

3. Токарев, Гавриил Алексеевич. Об источниках сведений о Кавказе (статья библиографическая) (Писатели средних веков) // газ. Кавказ. - 1848. - № 5. - С. 19-20

4. Токарев, Гавриил Алексеевич. Об источниках сведений о Кавказе (статья библиографическая). // газ. Кавказ. - 1848. - № 6. - С. 23-24

5. Токарев, Гавриил Алексеевич. Об источниках сведений о Кавказе (статья библиографическая). III. Писатели новые // газ. Кавказ. - 1848. - № 24. - С. 94-96

6. Токарев, Гавриил Алексеевич. Об источниках сведений о Кавказе (статья библиографическая). // газ. Кавказ. - 1848. - № 25. - С. 98-100

7. Токарев, Гавриил Алексеевич. Об источниках сведений о Кавказе (статья библиографическая). () // газ. Кавказ. - 1848. - № 26. - С.102-104

8. Токарев, Гавриил Алексеевич. Рапорт директору канцелярии наместника С. В. Сафонову от 13 октября 1848 года // Архив Национального музея Грузии. - 1848 год. - С.218

9. Токарев, Гавриил Алексеевич. Отчет по публичной библиотеке при канцелярии Наместника кавказского за 1847-1848 гг. // газ. Кавказ. - 1848. - N 47

10. Токарев, Гавриил Алексеевич. Отчет по публичной библиотеке при канцелярии Наместника кавказского за 1849 [октябрь 1848 - ноябрь 1849] // газ. Кавказ. - 1850. - № 6

11. Письмо Г. Токарева к г. Броссе, о некоторых древностях христианских и не христианских, находящихся в окрестностях Эльбруса» и примечания г. Броссе на это письмо // газ. Кавказ. - 1850. - № 44

12. Токарев, Гавриил Алексеевич. Отчет по публичной библиотеке при канцелярии Наместника кавказского [декабрь 1849 - март 1849] // газ. Кавказ. - 1851. - № 22. - С. 88

13. Токарев, Гавриил Алексеевич. Дорога от Александрополя до Кульпы.(Каравансарайский пост и остатки развалин вокруг него. Сел Хаджи-Байрам. Кульпы. Кр. Кара-Кала в 17- и вестах от Кульпы. Амарат. Аралых) // газ. Кавказ. - 1851. - № 59 - С. 241-243; № 60 . - С. 245-247

14. Токарев, Гавриил Алексеевич. Горная дорога от Дарачичага до Александрополя. Хазар-абад, дели-князь и Дели-хазар. Эпизод последней нашей войны с Персиею. Ани // газ. Кавказ. - 1851. - №63. - С. 257-258; № 64. - С. 261-263

15. Токарев, Гавриил Алексеевич. Эчмиадзинь и его окрестности // газ. Кавказ. - 1851. - № 49. - С. , № 50. - С.205 ; № 51- С. 209-211. № 52. - С. 213-214

16. Токарев, Гавриил Алексеевич. Поездка на снеговой хребет севрено-западной цепи Кавказа // Современник. - 1851. - Т. 28

17. Токарев, Гавриил Алексеевич. Сила воли: Роман. - Тфл.: Канц. Намест. Кавказ., 1852. - [6], 245с.

18. Токарев, Гавриил Алексеевич. Даралагёзское ущелье // газ. Кавказ. - 1852. - № 38. - С. 162-163; №39. - С. 166-167

19. Токарев, Гавриил Алексеевич. [Об открытии Конторы книжного Комиссионерства] // газ. Кавказ. - 1853. - № 10. - С.44

20. Токарев, Гавриил Алексеевич. Фаранзема: Драма в 5-ти д. - Тфл.: Канц. Намест. Кавказ., 1854. - [4], 99 с.