ინტერნეტი და ინტრანეტი
დამატების თარიღი: 2012-10-11 14:59:54

1997 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ინტერნეტ-ცენტრი ბიბლიოთეკის მკითხველთათვის.   2006 წლიდან ეროვნული ბიბლიოთეკის "e-კლუბში" – უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიებითა და საკომუნიკაციო საშუალებებით უზრუნველყოფილ დარბაზში -  მკითხველს შეეძლო  ინტერნეტში მისთვის საჭირო ინფორმაციის  მოიპოვება. 2009 წლიდან მკითხველთათვის  ინტერნეტში თავისუფალი დაშვება უზრუნველყოფილია უკაბელო Wireless ტექნოლოგიის მეშვეობით ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა სამკითხველო დარბაზში.

  2010 წლიდან  ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილებაში მომხმარებელს შეუძლია, ისარგებლოს  ინტერნეტით, ბიბლიოთეკის  კომპაქტ–დისკებით (CD–ROM) ფონდით,  ლოკალური მონაცემთა ბაზებით, მათ შორის ინტრაქსელური ციფრული ბიბლიოთეკით, კანონების მონაცემთა ბაზით, სამეცნიერო ლიტერატურის ცნობილი გამომცემლობების ელექტრონული მონაცემთა ბაზებით EBSCO, WORLD BANK, დიდი ინგლისურ–ქართული ონლაინ ლექსიკონით  და სხვ.

2013 წელს  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრონული დარბაზი გაიხსნა.ელექტრონული დარბაზი, რომლის სახელი "ლიბერთი ელექტრონული დარბაზია", მკითხველს სთავაზებს ელექტრონულ წიგნებს, ჟურნალებს, გაზეთებს და თავისუფალ წვდომას ინტერნეტზე. დარბაზი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციასაც შეითავსებს. აქ არაერთი საინტერესო ღონისძიების გამართვა იგეგმება. 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ