ღონისძიებების მართვა
დამატების თარიღი: 2012-10-02 11:10:17


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილება აწყობს როგორც ბიბლიოთეკის ინიციატივით ორგანიზებულ, ისე გარეშე პირებისა თუ ორგანიზაციების მომართვის საფუძველზე დაგეგმილ ღონისძიებებს.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება წიგნის პრეზენტაციები, გამოფენები, კონფერენციები, გამოფენა-კონცერტები, საიუბილეო საღამოები, საჯარო ლექციები, სამეცნიერო კონფერენციები, პოეზიის საღამოები, კინოჩვენებები და სხვა ტიპის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები. 

ეროვნულ ბიბლიოთეკას ღონისძიებების მოსაწყობად აქვს სამი დარბაზი: საგამოფენო, საკონფერენციო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორია. ყველა მათგანი მდებარეობს ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში (გუდიაშვილის ქ. 7). ეროვნულ ბიბლიოთეკას შეუძლია მომართოს ღონისძიების ჩატარების მსურველმა ნებისმიერმა კერძო პირმა თუ ორგანიზაციამ. მათ ოფიციალური განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთა საბჭოს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთა საბჭო განიხილავს კონკრეტული ღონისძიების ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარების მიზანშეწონილობას და მის თანხვედრას ეროვნული ბიბლიოთეკის მიზნებსა და ამოცანებთან, იგი შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. ეროვნული ბიბლიოთეკისთვის პრიორიტეტულია კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებების გამართვა.

ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა სახის მომსახურება უფასოა.

 

 

   

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ