ბიბლიოთეკაში მიმდინარე აქციები
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში წიგნიერების ამაღლების, საგამომცემლო ბიზნესის ხელშეწყობისა და გამომცემლობების, წიგნის გამავრცელებლების უკეთ გაცნობის მიზნით, მიმდინარეობს შემდეგი აქციები:
1. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყოველ მეორასე ახალდარეგისტრირებულ მკითხველს გადაეცემა Lit.ge-ს სადეპოზიტო ვაუჩერი, რომლითაც შეეძლება http://lit.ge/ საიტიდან შესაბამისი ღირებულების ელექტრონული წიგნის ჩამოტვირთვა.
3.ეროვნული ბიბლიოთეკის ყოველ მეათასე ახალდარეგისტრირებული მკითხველი ხელშეკრულების თანახმად საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში გაივლის ზოგადი ფრანგული ენის კურსს 50 საათის ოდენობით.
დასრულებული აქციები:
ერთი წლის მანძილზე (04.2012-04.2013) ეროვნული ბიბლიოთეკის ყოველი მეათასე ახალდარეგისტრირებული მკითხველი მხატვარ-კარიკატურისტმა ზაალ სულაკაურმა დახატა.