ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ : [მოთხრობები]
დამატების თარიღი: 2019-05-01 12:34:00

რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერალია, რომელსაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია. წიგნში შესულია რომენ გარის თექვსმეტი მოთხრობა. ერთი მხრივ ამ მოთხრობებს არაფერი აერთიანებს, დამოუკიდებელი ამბებია-ზოგი სევდიანია, ზოგი სასაცილო, ზოგიც მისტიკური. როგორც ავტორი აღნიშნავს, წერდა იმიტომ, რომ ამბის მოყოლით მოგვრილი სიამოვნება განეცადა. თუმცა მოგვიანებით, როცა კრებული გადაიკითხა, შენიშნა რომ ყველა მოთხრობაში ძირითადად ერთი საერთო პრობლემაა წამოჭრილი, მაგრამ გადმოცემულია სხვადასხვა ხერხითა და ამბით. ეს პრობლემა კი არის ...ადამიანი. 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ