შემოვალ ეტლით : [რომანი]
დამატების თარიღი: 2019-02-11 15:14:00

შორენა ხუხუას „შემოვალ ეტლით" მნიშვნელოვანი ნაწარმოებია არა იმიტომ, რომ ეს არის ის, რამაც შეიძლება გულისტკივილი და თანაგრძნობა გამოიწვიოს, მკითხველს უსაგნო სენტიმენტალიზმში კი არ ეძალება, მთავარი გმირის განსაცდელი კი არ თრგუნავს, არამედ პირიქით, გულშემატკივრობს ენერგიულ და მშფოთვარე ბორგვას, შემართებასა და ვრებებს ქალისა, რომელიც „შემოდის ეტლით", თუმცა არა - ზღაპრულით. მკითხველი უგულშემატკივრებს გმირს, რომლის ყოველი ნაბიჯი არის შეუპოვარი ბრძოლა სიცოცხლისათვის, სიყვარულისა და ბედნიერებისათვის და რომელიც, მიუხედავად დაბრკოლებებისა, ცდილობს სრულად შეიგრძნოს ცხოვრება. თუმცა, ბრძოლიდან გამოსული, ერთი შეხედვით, დამცირებული და უარყოფილი, უკვე სხვა თვალით შეხედავს რეალობას, თავისი გზით რომ მიედინება. მას კი ყოველდღიურობასთან ჭიდილში ბევრი რამ ასწავლა და ღირსებით აღავსო. შორენა ხუხუა ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულია.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ