თბილისის ტაძრები და რელიგიური ნაგებობები : ძველი თბილისი = The temples and religious constructions of Tbilisi : Old Tbilisi = Храмы и религоизные здания Тбилиси : Старый Тбилиси
დამატების თარიღი: 2018-12-24 12:33:00

თბილისის, როგორც ქალაქის განვითარება და მასთან სატაძრო მშენებლობის ინტენსივობა, უშუალოდ იყო დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაზე. უძველესი დროიდან მოყოლებული საქართველოში ჩამოსულმა მრავალმა მოგზაურმა, ქართველმა თუ უცხოელმა ისტორიკოსმა დაგვიტოვა ცნობები თბილისის ტაძრების შესახებ. ასევე ბევრი სამეცნიერო კვლევა და ნაშრომი მიეძღვნა მათ. თუმცა ზოგიერთი სალოცავი ყურადღების მიღმა დარჩა. წარმოდგენილ წიგნში სრულადაა მოწოდებული ინფორმაცია დედაქალაქში არსებული ყველა რელიგიური  ნაგებობის შესახებ. მასალის სიუხვის გამო  ნაშრომი რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი. წარმოდგენილ წიგნში აღწერილია ქალაქის იმ დროინდელ საზღვრებში შემავალი რელიგიური ნაგებობები - თბილისის დედაქალაქად ჩამოყალიბების პერიოდიდან გასაბჭოებამდე.  

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ