ამბავი ბლოგური ცხოვრებიდან და კიტრიდან მზის სხივების მიღებისა
დამატების თარიღი: 2012-10-26 15:31:00
ავტორი: გიორგი კილაძე

მიყვარს ლაპუტელები,  მერე რა რომ არ ვიცი უყვართ თუ არა მათ ლიტერატურა... ჩემთვის მთავარი და უმთავრესიც ხომ  მათი მათემატიკისა და (ვცრუობ) მუსიკის  სიყვარულია.  მოგეხენებათ, სიყვარული ორხმრივიც არსებობს და ცალმხრივიც და რაც მართალი, მართალია ჩემი სიყვარული (აშკარად) ცალმხრივია.

 

განათლებით ეკონომისტ–მათემატიკოსს მათემატიკა ახლა ისე მახსოვს , როგორც გაფანტულ მეცნიერებათა მაგისტრს ასტრონომია და ნავიგაცია. რიგითი ლაპუტელიც კი არ მთვლის ადამიანად   მათემეტიკაში ჩემი ამგვარი განსწავლობის გამო და მაინც ლაპუტელები, ბლოგერებივით სულ სხვა ხალხია.

 

ზემოთ, ლაპუტელების  ლიტერატურის სიყვარულზე  კი ვერაფერი გითხარით, მაგრამ  ლაპუტელებს  ბლოგერები და ბლოგები საკუთარ თავებზე უფრო  რომ უყვართ  უდაო და აშკარად დასაჯერებელი.  ეს  ისევე დადaსატურებულია, როგორც  ლაპუტიაში მეცნიერებათა აკადემიის არსებობა.  

 

ხომ წარმომიდგენიათ  რა ბლოგებს ქმნიან იქაური მრავალჭირნახული მეცნიერები და პოსტების მეშვეობით რა გატაცებით საუბრებენ კიტრიდან მზის სხივებისა და ყინულიდან თოფისწამლის მიღების პერსპექტივებსა და უძილოდ გათენებულ ღამეებზე.

 

ბლოგებური მარგალიტების კითხვით მეც მრავალი ღამე გამითენებია, აქ ამ უკიდეგანო (პირველ წერილში უნაპიროდ მოვიხსენიე) ინტერნეტ სივრცეში, რომელსაც არც თუ იშვიათად  გლუბდაბდრობს ვუწოდებ ალექსანდრე მაკედონელს, ჰანიბალს, ჰომეროსსა და არისტოტელეს სულებს ისე ესაუბრებიან , როგორც მაგალითად ბრუტუსს... და შეთქმულებასაც ისევე უწყობენ მრავალნაცად კაპიტნებს, როგორც ლემეულ გულივერს... და რჩება ერთ დროს ნაცადი ლენინელი უცნობი ქვეყნის ნაპირზე და იწყება ძებნა იაჰუ ქომიმდან თუ რუდან, თუმცა არა გე–დან.

 

 ახალი ნისლა რაშებისა და ნიშა ხარების გვერდით,  არის ჩვენთან  ორპალატიანი ბლოგური სისტემა მსგავსად  ლაპუტიისა და გლუბდაბდრობისა, ლაგნაგისა და ჰუიჰნჰნმების სამეფოისი. და რჩება ყოველი ჩვენთაგანი მპოსტავი თუ წამკითხველი მიწიერი სამოთხის გარეშე და ვბრუნდებით მშობლიურ ნოთინგამსირში, რათა ვეზიაროთ ”სიბრძნეს ბალაჰვარისა”  საკუთარ ბლოგესა და პოსტებში.  და არასოდეს წავიკითხავდით ”კანდიდს” ანუ იმას რაც რომ არ უკავშირდება ოპტიმიზმს და არასოდეს ექნება მნიშვნელობა კათოლიკე ხარ თუ მართმადიდებელი პოსტვისას.

 

ანონიმიურობა ვერაფრით შველის აკრძალვასა და აუტოდაფეს და იყიდება კიტრი სამასგადაცილებული ლაიქითა და  პანგლოსის ოპტიმისტური ფილოსოფიის ეჭვქვეშ დაყენებითა და გაყიდვამდე წყალში ამოვლებით.

 

მზე კი წუხანდელივით აცხუნებს, ჯერ კიდევ არ დასცემია დედამიწას და  პორტუგალიურ ავეჯსა და კაფელს კაცი, დღეს თბილიშიც იყიდი და ბუენოს–აირესშიც. ელდორადოს ამბავი კი მხოლოდ დიდი ბლეფია, ჩელენტანოსა და ...კი არ დამავიწყდა, არ მახსოვს მონაწილეობით.

ბლოგის ვოლების, ჩვენებურად კედლების ყურებზე,  ციმ–ციმ სიარულსა და შუქ–ჩრდილებზე  მომავალ პოსტებში გაგესაუბრებით.

 

გმადლობთ, ყურადღებისათვის!

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ