ამბავი ერთი გამპისა და მთარგმნელის გამპად ქცევისა...
დამატების თარიღი: 2012-11-10 16:09:00
ავტორი: გიორგი კილაძე

ბლოგერები  თავისუფლები რომ არიან  და რაღაც–რაღაცები, მაგალითად, რომელიმე ჩინოვნიკი და მპოსტავი ერთმანეთში რომ არ უნდა აგერიოთ,  უკვე წინა ბლოგპოსტში ვრცლად, თუმცა არათავმოსაბეზებლად მოგახსენეთ.

 

მე მოგახსენეთ...

თქვენ წაიკითხეთ...

და ამისთვის გმადლობთ, ჩემო ოცდაათო მკითხველო, ღმერთმა გამრავლოთ და ბევრი გაპოსტინოთ... მე კი, როგორც ამბობენ,  აღარაფერი დამრჩენოდეს, გარდა კითხვისა და ხშირ–ხშირად დალაიქება–დაშიარებისა.

 

დალაიქება  დაშიარებას სჯობია..

 კითხვა კი  წერაზე კაი საქმეა...

გამპიც წერდა...

წერდა და კითხულობდა...

ყოველშემთხვევაში თავის ნაწერს მაინც ...

დიდი გენერლის არაპირდაპირმა შთამომავალმა  ისეთი თხრობა იცოდა... უკეთეს, რომ ვერ ინატრებს  კაცი... რომელ კაცზეა  ლაპარაკი არ ვიცი, მაგრამ მე ის კაცი ვარ ვინც  კარგად  იცნობს  ფორრესტ გამპს... და ცოტათი ჰგავს კიდეც...

 

ახლა კი ცოტა  დასერიოზულებული, გამპს დავივიწყებ და ვიტყვი: Let me to continue: „ფორრესტ გამპი“ სათარგმნელად დიდხანს ვარჩიე, უფრო სწორედ – ვეძებე,  ვიპოვე და ვაღიარებ, თარგმნის საწყისსა და ამჟამინდელ ეტაპზეც მიზნად არ დამისახავს ჩემი მონათხრობი ავტორის სტილს გვარიანად დავამსგავსო...

მიუხედავად ჩემი მწირი ინგლისურისა, to play with yourself – რას ნიშნავს, კარგად ვიცი, თუმცა ჩემს ასაკში რაც ვიცი, იმის ხშირ-ხშირად გამოყენებისაგან ღმერთმა დამიფაროს. ჰო, სხვათა შორის,  თარგმნა რომ დავიწყე,  Now I’m slow – რასაც ნიშნავს ესეც ვიცოდი, თუმცა, მე არც გამპი ვარ და, მით უმეტეს, არც თავად გრუმი. რომელიმე  კონტექსტში ან, როგორც იტყვიან, საკუთარ თავთან მიმართებით გამოვიყენო...

 

ვაგრძელებ მეტი სერიოზულობითა და დაკვირვებით: no box of chocolates – ის თარგმნა ძნელი როდია, თუ no – არ არის , box – ყუთი და of chocolates – შოკოლადებისა – იქნება.

იდიომების ლექსიკონიც არის ინტერნეტში და ვიპოვიდი რამეს ალბათ. უბრალოდ, შეუძლებელია ნაწარმოების სადღაც შუა ნაწილამდე გავარკვიო, სახელდობრ,  რა თქვა ან რა უნდოდა  ეთქვა გამპს...


– შუაწელის მერეც რომ ვერ გავარკვიო?!

– ...აგერ არ ხართ, თქვენ?!

 

დროა თავად forrest gump-ს დავუბრუნდეთ. forrest – ასეთი სიტყვა ინგლისურში რომ არაა, ჩემზე კარგად მოეხსენება ჩემს მცირერიცხოვან მკითხველსა და გამპის მრავალრიცხოვან ნაცნობს... დარწმუნებული ვარ, სახელისა და გვარის დაკავშირება „შემთხვევითობასთან“ ან ტყესთან – უღრანთან თუ ღრანიანთან _ თავში აზრადაც არავის მოუვა.

 

სიტყვა გამიგრძელდა, ამიტომ მოდი (Let me say this – ოღონდ მოკლედ) მოვჭრათ: – ღრმადპატივცემული forrest-ი, ჩვენი კომბლესი არ იყოს, ის კაცია... არა, უფრო სწორედ, ის ნაკრძალია... სადაც მეც კი შემესვლება (თურმე)...

ახლა კი gump-ს მივხედოთ, უცნაური რამ არის ჩვენი gump-ი. რამდენადაც ვიცი, ეს სიტყვა ინგლისურ ინგლისურში საერთოდ არ არსებობს... მაგრამ არსებობს სიტყვა – gumption, რაც, არც მეტი და არც ნაკლები, გამჭრიახობას, მოხერხებასა და საზრიანობას ნიშნავს.

მოდი, ნუ დაგვეზარება: gumption–ს ნ ჩამოვაშოროთ, უს დავამატოთ და მშვენიერი განსაზღვრება - adjective {სალ} საზრიანი, მოხერხებული, მარჯვე – მივიღოთ.
აუ, გავუბერე, გამპიზმი სახეზეა... ანუ which qualifies me.

 

შევეშვათ ახლა ინგლისურ ინგლისურს და ამერიკულისკენ მივიხედოთ. თუ არ ვცდები, ფორ(რ)ესტ გამპი – ამერიკელია! ხოლო gump – დიალ., ამერ. ისევ, არც მეტი არც ნაკლები, – სულელსა და შტერს ნიშნავს.

სხვათა შორის –ცალტვინას და მგონი – ბრიყვსაც.


ეგ კი, ყველაფერს თუ არა, ბევრ რამეს ჩემდა სასიკეთოდ ცვლის...

რატომ  და..

იმიტომ...

გმადლობთ, რომ ყურადღება მომაპყარით.

ფორესტ გამპის თარგმნას მუხლჩაუხრელად ვაგრძელებ...

აფერუმ... თქვენს გაძლებას...

 

პატივისცემით, თქვენი gump/gumption–ი

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ