არასოდეს გამიშვა : [რომანი]
დამატების თარიღი: 2019-02-11 15:06:00

კაზუო იშიგურო 1989 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი, 2017 წელს კი ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურის დარგში. „არასოდეს გამიშვა" ეს არის ანტიუტოპიური რომანი უმანკოების, მოგონებებისა და დანაკარგების შესახებ. ესაა ისტორია, რომელშიც ადამიანად ყოფნის იდეა სამი ბავშვის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის, მოსწავლეები არიან. ეს თითქოს გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს; სადაც მათი ცხოვრება დაგეგმილია, ბედი - წინასწარ განსაზღვრული; სადაც მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. და რატომ არიან განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს „ჰეილშემის შვილებს" სხვებისაგან? ქეითი უკვე ახალგაზრდა ქალია, როდესაც რუთი და ტომი კვლავ ბრუნდებიან მის ცხოვრებაში და პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ჩნდება იმედიც, ქეითი იხსენებს საერთო წარსულს, ის ხვდება, თუ რა აქცევს მათ განსაკუთრებულად და რა გავლენა აქვს ბედის ამ „საჩუქარს" მათ მომავალზე. 2010 წელს ნაწარმოების ეკრანიზაცია განხორციელდა.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ