„ელზევირი“.
დამატების თარიღი: 2013-10-03 13:23:00
ავტორი: ნინო ხვედელიძე
„ელზევირი“. მინიატურული წიგნის ხელოვნებამ ნამდვილ აყვავებას მიაღწია ჰოლანდიაში, „ელზევირების“ საგამომცემლო ფირმაში, რომელიც 1581-1712 წლებში ფუნქციონირებდა ჯერ ლეიდენში, შემდეგ კი – ამსტერდამში. საგამომცემლო საქმეს ემსახურებოდა ელზევირების ოჯახის თხუთმეტი წარმომადგენელი. ფილიალები და სააგენტოები მათ თითქმის მთელ ევროპაში ჰქონდათ განთავსებული. სხვადასხვა ენაზე გამოსცემდნენ წიგნებს, რომლებიც მრავალ განსხვავებულ დარგს მოიცავდა. ელზევირების დინასტიამ 2 200 წიგნი და 3 000 საუნივერსიტეტო დისერტაცია გამოსცა. ორიგინალური შრიფტის გამოგონებამ მათ საშუალება მისცა, გამოეცათ პატარა და ვიწრო ფორმატის წიგნები, რომლებიც უძვირფასეს საგანძურად ითვლება მსოფლიოს ნებისმიერი წიგნსაცავისთვის. ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცულია ელზევირების საგამომცემლო სახლში გამოცემული მინიატურული წიგნი – „Russia feu Moscivia Itemque Tartaria“, რომელიც 1630 წლითაა დათარიღებული.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ