ექვთიმე თაყაიშვილი და ტაო-კლარჯეთი = Ekvtime Takaishvili and Tao-Klarjeti
დამატების თარიღი: 2017-10-24 12:57:00

ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო ექსპედიციებს უდიდესი როლი მიუძღვის ქართული კულტურის შესწავლისა და მეცნიერების განვითარების საქმეში. მათ შორის უმნიშვნელოვანესია 1917 წელს სამხრეთ საქართველოში მოწყობილი საექსპედიციო მოგზაურობა, რომელმაც საეტაპო მნიშვნელობა შეიძინა ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის შეცნობის საქმეში. მაშინ საქართველომ ხელახლა აღმოაჩინა ჩვენი სულიერების დიდებული ძეგლები, როგორიცაა: ოშკი, იშხანი, ხახული... მკითხველი ამ გამოცემაში ბევრ უცნობ და საინტერესო მასალას აღმოაჩენს. პირველად იხილავს ერთად შეკრებილ და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილ იმ ვიზუალურ და ტექსტურ მასალას, რომელიც დაცულია საქართველოს სხვადასხვა სიძველთსაცავსა თუ არქივებში. 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ