ერთსა და იმავე ადგილს შესაძლოა სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვაგვარად ხედავდნენ. ეროვნული ბიბლიოთეკა ავიღოთ: ტაქსისტისთვის ის მხოლოდ დანიშნულების ადგილია, თანამშრომლებისათვის_ ადგილი, სადაც დილიდან საღამომდე სხედან, მეცნიერისათვის საჯარო ბიბლიოთეკა ის ადგილია, რომლის გარეშეც სამეცნიერო ნაშრომის დაწერა გაუჭირდება, დამლაგებლისათვის ეროვნული ბიბლიოთეკა უზარმაზარი დარბაზები და კიბეებია, ჩემთვის კი ეროვნული ბიბლიოთეკა არის ადგილი, სადაც ყველა ის წიგნი წავიკითხე, რომლებშიც ჩემს მშობლებს ფულის დახარჯვა არ უნდოდათ
სუბიექტური დამოკიდებულების მიღმა კი არსებობს ეროვნული ბიბლიოთეკა რიცხვებში.
ბიბლიოთეკის დაარსების თარიღი:
1846 წელი
სამკითხველო ადგილების რაოდენობა:
780 ადგილი
მკითხველთა რაოდენობა:
45.450
ფონდები:
წიგნები:
|
3.641.456 ერთეული
|
ჟურნალები:
|
233.383 წლიური კომპლექტი
|
გაზეთები:
|
55.124 წლიური კომპლექტი
|
ნოტები:
|
96.610 ერთეული
|
გრამფირფიტა:
|
23.992 ერთეული
|
CD/DVD:
|
4.740 ერთეული
|
ბიბლიოთეკის ფართი
20.711 კვ.მ.
ვფიქრობ, შთამბეჭდავია.