ევროპული წყაროები საქართველოს შესახებ = European sources about Georgia : (XVII საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი)
დამატების თარიღი: 2018-11-19 12:42:00

1663 წელს ქართლის სამეფოში ბინა დაიდეს კაპუჩინთა ორდენის მისიონერებმა, რომლებმაც საქართველოში 182 წლის მანძილზე იღვაწეს. მათ ერთგვარად გააგრძელეს თეათინელ მისიონერთა ტრადიციები და დიდი ამაგი დასდეს საქართველოს პოლიტიკურ, რელიგიურ, კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეურნეო და დიპლომატიურ ცხოვრებას. ამ ორდენის საქართველოს მისიონის პრეფექტებმა, ვიცე-პრეფექტებმა და მამა-მისიონერებმა 1662-1692 წლებში მრავალი ათეული დიდი თუ მცირე რელაციონი გააგზავნეს საქართველოდან. მათში ასახულია დღემდე უცნობი უამრავი ფაქტი და მრავალფეროვანი ისტორიული მოვლენა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ქვეყნის რელიგიურ ცხოვრებასა და კათოლიკე მამების საქმიანობაზე. ასევე ეს მასალები გვაძლევენ საინტერესო დაკვირვების საშუალებას ქართულ-ევროპული იდენტობის მახასიათებლებზე, ქართველ პოლიტიკოსთა მიერ დასავლური ფასეულობებისადმო დამოკიდებულებაზე, დასავლურ სივრცეში საქართველოს ადგილზე. ნაშრომში წარმოდგენილი 31 რელაციონი პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ