გერმანელი არქიტექტორები თბილისში = German Architects in Tbilisi
დამატების თარიღი: 2018-11-26 13:51:00

წიგნი მიზნად ისახავს XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის თბილისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორებისა და ინჟინრების მიერ აშენებული ნაგებობების გამოვლენასა თუ იდენტიფიკაციას. იგი შეიცავს ბიოგრაფიულ ცნობებს არქიტექტორებისა და საქართველოში დამკვიდრებული გერმანელი კოლონისტების შესახებ. წიგნი მოგვითხრობს გერმანელების მიერ თბილისში დაარსებული ორი კოლონიიდან უმთავრესის - თბილისის კოლონიის ურბანული განვითარების ისტორიას. მასში განხილულია დასახლების განვითრების ევოლუცია და გერმანელების მიერ ამ საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილი. XIX საუკუნის თბილისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორების დღემდე გადარჩენილი შენობებისა და კოლონისტების სახლებისა და საწარმოების კვლევა ეყრდნობა ბიბლიოგრაფიულ წყაროებს და დიდი ხნის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა საცავებში ავტორის მიერ ჩატარებული საარქივო და საველე სამუშაოს შედეგებს.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ