გიორგი ლასხიშვილი - ჩვენ ყველანი შევადგენთ ერთ პარტიას
დამატების თარიღი: 2019-04-08 16:12:00

XIX საუკუნის ბოლო და XX საუკუნის დასაწყისი საქართველოს ისტორიაში ახალი იდეოლოგიების გაჩენის, პოლიტიკური პარტიების შექმნის პერიოდია. ამ დროს საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჰქონდა წართმეული, აკრძალული იყო სიტყვა „საქართველოს" ხსენება, რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგად , თითქმის, აღარ იყო ეროვნული ცნობიერება. ამ ყველაფერს თან ერთვოდა მძიმე სოციალური მდგომარეობა. მიუხედავად ამისა საქართველოში გაჩნდა მოაზროვნე ინტელექტუალების არაერთი თაობა, რომელმაც შეძლო საზოგადოებაში ეროვნული ცნობიერების ამაღლება და სოციალური საკითხების წინ წამოწევა. ამ ეპოქაში მოღვაწე ქართველი მოაზროვნეების შეხედულებები თანამედროვე ეპოქაშიც არ კარგავს აქტუალობას და მნიშვნელობას. სწორედ მათი მოღვაწეობით ჩაეყარა საფუძველი საქართველოს პირველ რესპუბლიკას. ერთ-ერთი მათგანი 1900-იანი წლების პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი გიორგი ლასხიშვილია. ის სოციალ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი განათლების მინისტრი იყო. წინამდებარე ნაშრომში გიორგი ლასხიშვილის პოლიტიკური ბიოგრაფიაა წარმოდგენილი. მისი მოღვაწეობის ამსახველი მასალის წაკითხვისას, მკითხველი გაეცნობა იმ პერიოდის საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ისტორიასაც.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ