კოლხური რუნები
დამატების თარიღი: 2017-06-01 12:16:00

გამოკვლევა მიზნად ისახავს აჩვენოს, რომ ძველი კოლხეთის კულტურა უძველესი მოწინავე ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.ამის გარდა, ნაჩვენები იქნება, რომ ძველ კოლხეთში კარგად განვითარებული რუნული ნიშნების სისტემა არსებობდა. კოლხეთის არქეოლოგიურ მასალაში -კოლხურ კერამიკაზე, სამკაულებზე,ლითონის იარაღებზე და სხვადასხვა რიტუალურ ნაკეთობებზე გამოსახული ცალკეული გრაფიკული ნიშნები სწორედ ის მაგიური გამოსახულებებია, რომლებსაც ძველი კოლხები სულიერ საყაროსთან ურთიერთობის გარკვეულ ფორმად იყენებდნენ. არგონავტიკის პერიოდში რუნები ბრძოლის ღმერთის კულტთან ერთად კოლხეთიდან დასავლეთით, ევროპის კონტინენტზე გავრცელდა. მოგვიანებით სწორედ ეს მაგიური ნიშნები დაედო საფუძვლად ევროპული რუნული დამწერლობის ჩამოყალიბებას.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ