მშვიდი ცურვა : ავტორომანი
დამატების თარიღი: 2018-11-21 11:55:00

ირაკლი ჩარკვიანის რომანი-აღსარება ჩვენი დროის ერთგვარი ქრონიკაცაა, სადაც არაერთი ნაკლებად ცნობილი ფაქტია შესული უახლესი პერიოდის ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან. რომანი ორ მთვარ პერსონაჟზე-მეფეზე და რუმიზე მოგვითხრობს, მათი ბედისწერა თითქოს გადაჯაჭვულია და ერთი ადამიანის ორი ბუნების გამოხატულებაა. ერთი მშენებელი საწყისია, მეორე -დამანგრეველი. ერთის შესახებ ვიცით, რომ ესაა ირაკლი ჩარკვიანი-მეფე, მეორე შუასაუკუნეების სუფიას, ფილოსოფოსის და პოეტის-რუმის ინკარნაციაა. მოქმედება ორ სივრცეში-მატერიალურ და ზემატერიალურ განზომილებაში ვითარდება. თუკი მატერიალურ სივრცეში რომანის ისტორიულ-ბიოგრაფიული ნაწილია გაშლილი, რომანში წარმოდგენილ სხვა განზომილებაში ბოროტ ძალებს სამყაროს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა აქვს ჩაფიქრებული.   

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ