მსოფლიო თეატრის ისტორია : [სახელმძღვანელო]. წ. 2, V-XVIII საუკუნეების მსოფლიო თეატრი
დამატების თარიღი: 2019-01-31 10:45:00

სახელმძღვანელო - „მსოფლიო თეატრის ისტორია" (წ.2) მოიცავს ევროპული და აღმოსავლური თეატრების ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, შუასაუკუნეებიდან განათლების ეპოქის ჩათვლით (V-XVIII  სს.).  სახელმძღვანელო ქართულ ენაზე მსოფლიო თეატრის ისტორიის კომპლექსური მიმოხილვის პირველი მცდელობაა. ავტორებმა ნაშრომზე მუშაობისას გამოიყენეს ფილოსოფოსის, თეატრმცოდნის პროფესორ ელენე თოფურიძის სალექციო კურსი, ასევე სხვა ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევები, თარგმანები.  მეორე ტომში შესულია შუასაუკუნეების, აღორძინების, კლასიციზმის და განათლების ეპოქების თეატრი:  შუასაუკუნეების სარწმუნოებრივი თეატრი; აღორძინების ეპოქის იტალიური, ესპანური და ინგლისური თეატრები;  კლასიციზმი ფრანგულ თეატრში;  განათლების ეპოქის ინგლისური, ფრანგული, იტალიური  და გერმანული თეატრები;  აღმოსავლური ქვეყნების თეატრის ისტორია.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ