ნიკოლოზ ბარათაშვილი 200
დამატების თარიღი: 2017-11-29 11:19:00

200 წელი შესრულდა დიდი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან. 37 ლექსი, ერთი პოემა და რამდენიმე პირადი ბარათი,- აი, ყველაფერი, რაც ბარათაშვილის სახელით არის ცნობილი და სულ ერთ  პატარა წიგნს შეადგენს. მაგრამ ამ წიგნმა მთელი ეპოქა შექმნა, ეროვნული სიამაყისა და თავმოწომების ერთ-ერთ შეუდარებელ ნიმუშად, ჩვენი კაცობის, დიდბუნებოვნების , ღრმა მსოფლშეგრძნების თავისებურ ეტალონად იქცა, თავისი უნივერსალობით, მთლიანობით, აზრის გამჭვირვალებითა და გრძნობათა სიმძაფრით მას იშვიათად თუ ბადალი მოეძებნოს სადმე. 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ