ოლიმპიური მოძრაობის განვითარების ასპექტები : ქართული ასპარეზობები (Citius, Altius, Fortius)
დამატების თარიღი: 2017-07-29 17:30:00

რევაზ რობაქიძის წიგნის მეორე გამოცემაში ისტორიული ნაწილი შეივსო ახალი მოკვლეული მასალებით, მასში ქრონოლოგიურადაა ასახული 2014-2016 წლებში ჩატარებული / ზამთრისა და ზაფხულის/ ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, I ევროპული კონტინენტული თამაშები,"ბაქო 2015" და XIII ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - „თბილისი 2015". ეს წიგნი გამდიდრებულია უამრავი ფოტომასალით, რუბრიკებითა და ქვეთავებით - ოლიმპიურ მოძრაობაზე საქართველოში, არქეოლოგიაზე, ატრიბუტიკაზე, ქარტიაზე, ნუმიზმატიკაზე და ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა მიღწევებზე.  

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ