პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა : [მონოგრაფია]
დამატების თარიღი: 2018-11-26 13:41:00

ჩვენს წინაშეა წიგნი, რომელიც ჩვენი ისტორიის მეტად მნიშვნელოვან ეპოქას და პიროვნებებს ეხება, უფრო ზუსტად, ძირითადად კონცენტრირებულია ბატონ ზვიად გამსახურდიაზე. როგორც ჩანს ავტორს სურს პასუხი გასცეს ყველა მნიშვნელოვან, უფრო სწორად, სრულიად დაპირისპირებული მოსაზრებების საფუძვლად ქცეულ კითხვებს. ეს ნაშრომი მეტად აქტუალურია , მით უფრო, როდესაც ავტორი ძირითადად, იმ პერიოდს აღწერს რომლის თვითმხილველია და ხშირადაც, გარკვეული პოზიციით, ამ პროცესების მონაწილეც. წიგნში დოკუმენტურ საარქივო და ფოტო მასალებზე დაყრდნობით, ნაჩვენებია, პოლიტიკურ-შეიარაღებული ოპოზიციის საიდუმლო კავშირები რუსეთის იმპერიის პოლიტიკურ წრეებსა და სახელმწიფოს სტრუქტურებთან. აგრეთვე, მოიცავს მოკლე მიმოხილვას მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდებს.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ