ქართული გრამატიკა = Grammaire georgienne
დამატების თარიღი: 2017-08-01 10:40:00

2014 წელს თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის არქივში აღმოჩნდა პირველი ქართველი ასირიოლოგის, მიხაკო წერეთლის, გამოუქვეყნებელი ხელნაწერები, მათ შორის ერთ-ერთი სრულიად უცნობი ხელნაწერი, რომელიც ფრანგულ ენაზე დაწერილ ქართული ენის გრამატიკას წარმოგვიდგენს.მიხაკო წერეთელმა ვერ მოასწრო ამ კვლევების ვერც გამოქვეყნება და ვერც სამეცნიერო წრეებში გავრცელება. ამრიგად, თსუ ბიბლიოთეკის სახელით ფასდაუდებელი ნაშრომი მიეწოდება მსოფლიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებას, საფრანგეთის ქართველობას და უბრუნდება სრულიად საქართველოს.

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ