ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია. ტ. 1
დამატების თარიღი: 2019-05-10 11:02:00

სულხან-საბა ორბელიანიდან დღემდე, მრავალი განოჩენილი მწერალი ქმნიდა ტექსტებს ბავშვებისათვის. იგავებიდან ნოველებამდე, ჯადოსნური სამყაროდან ყოველდღიურ, რეალისტურ ყოფამდე, ეს ტექსტები ყოველ ეპოქაში ასახავდა ძირითად ადამიანურ ფასეულობებს-სიყვარულს, მეგობრობას, ერთგულებას და თავისუფლებისაკენ სწრაფვას. ამ წიგნში თავი მოეყარა სულხან-საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის,  ეკატერინე გაბაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ლომოურის, რევაზ ინანიშვილისა და სხვების გამორჩეულ მოთხრობებს, რომლებიც სამი საუკუნის განმავლობაში დაწერილი და ქართული საბავშვო პროზის ერთიან, მდიდარ, ფერად ხალიჩას ქმნის.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ