ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი
დამატების თარიღი: 2017-11-30 15:33:00

საქართველოს სახელმწიფო და მისი სამხედრო ორგანიზაცია საჭიროებს ერთიან, გამართულ და მოწესრიგებულ სამხედრო ტერმინებს. რაც უპირობოდ აუცილებელია ურთიერთობებისას სხვა სახელმწიფოებთან, მით უმეტეს სტრატეგიულ და სამხედრო პარტნიორებთან. ლექსიკონში განხილულია ტერმინები და მათი განმარტებები, რომლებიც მიეკუთვნება სამხედრო დარგის ისეთ მიმართულებებს როგორებიცაა: სამხედრო თეორიის საერთო საფუძვლები; სამხედრო ხელოვნება; შეიარაღებული ძალების მშენებლობა, სამხედრო აღზრდა და სწავლება; შეიარაღება და მისი გამოყენება; შეიარაღებული ძალების მართვა; სამხედრო ეკონომიკა; სამხედრო ისტორია; ბალისტიკა და სამხედრო თანამედროვე ტექნოლოგიები; საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე მხედართმთავრები, სამხედრო მოღვაწეები და სამხედრო მეცნიერები და სხვა.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ