ქართველი მოღვაწეები : [ესეები]
დამატების თარიღი: 2019-06-12 11:16:00

წინამდებარე წიგნი აერთიანებს პოლიტიკურ, საერო თუ სასულიერო მოღვაწეებს; ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში, სხვადასხვა დროს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თავიანთი მოღვაწეობით თუ ნააზრევით და გარკვეულ ტენდენციებსაც მისცეს დასაბამი. ამ ადამიანებმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ქართული იდენტობის ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანეს. მაგალითად, დამფუძნებელი კრების მონაწილე ქალები, რომლებმაც დამოუკიდებლობის პირველ აქტზე მოაწერეს ხელი და რომელთაც თავიანთი მოღვაწეობის გამო, გასაბჭოების შემდეგ, ტრაგიკული ბედი ხვდათ წილად. წიგნში თავმოყრილია ამ მოღვაწეების შესახებ დაწერილი ესეები, რომლებიც სხვადასხვა თაობის და ესთეტიკური შეხედულებების მქონე ავტორებმა მოამზადეს.         

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ