ქართველოლოგიური ეტიუდები. წ. 4
დამატების თარიღი: 2018-11-16 17:21:00

ეტიუდების წინამდებარე წიგნში არაერთი პრობლემებია საფუძვლიანად განხილული. კერძოდ, ავტორისეული თვალთახედვის არეალში მოქცეულ საკითხთა თემატიკა ასეთია: გასული საუკუნის პირველ მესამედში ქართველ მწერალთა აქტიური მონაწილეობით მიმდინარე იმ დისკუსიათა შედეგები, რომელთა უმთავრესი მიზანიც იყო საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი და კულტურულ-ლიტერატურული ორიენტაციის განსაზღვრა ევრაზიულ სივრცეში; ამერიკაში მოგზაურობის შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებათა ამსახველი პირველი ქართული ნაწარმოები; გიორგი ლეონიძის შემოქმედებაში გამოვლენილი სიმბოლისტური ტენდენციები; ლადო ასათიანისა და ნიკოლო მიწიშვილის შემოქმედება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიური პოლიტიკის კონტექსტში; საქართველოსა და ისრაელში მოღვაწე ქართველ ებრაელ მწერალთა შემოქმედებითი წვლილი ქართულ მწერლობაში; ქუთაისის ლიტერატურული ცხოვრების ისტორიის ძირითადი ეტაპები.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ