ქრისტიანული ეკლესიის ისტორია : I ს.-XV ს. შუა წლები (დასაბამიდან კონსტანტინოპოლის დაცემამდე)
დამატების თარიღი: 2019-06-12 11:12:00

ქრისტიანული ეკლესიის ისტორია არა მხოლოდ რეალურ ფაქტებზე მოგვითხრობს ობიექტურად, არამედ იმ მარად ცოცხალ პიროვნებებთანაც გვაკავშირებს, რომლებმაც ქრისტეს სარწმუნოების დაცვის საუკუნო და ნეტარი ცხოვრება მოიპოვეს. მასში შეიგრძნობა ჭეშმარიტი აღმსარებლობისთვის გაწეული მსხვერპლის მნიშვნელობა, რომლითაც საერთოდ ისტორია აზრს იძენს, და ისიც, რომ ამ ისტორიისთვის თვით ეკლესია საფუარს წარმოადგენს. ეკლესიის ისტორია მოწმობს, რომ ღმრთისაგან ადამიანისათვის მინიჭებულ არსებობას აზრი ისევ მასთან ერთობაში ეძლევა, რის მოსაპოვებლადაც ადამიანმა ყველაფერი უნდა გაიღოს. ქრისტეს ეკლესიის ისტორია კაცობრიობის საუკეთესო ნაწილის სულიერი ბრძოლის ისტორიაა ადამის მოდგმისათვის რწმენის, სასოებისა და სიყვარულის გადასარჩენად.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ