სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“
დამატების თარიღი: 2017-04-28 10:52:00
ავტორი: ნინო ხვედელიძე

წარმოადგენს პირველ ქართულ ჟურნალს, სალიტერატურო დამატებას გაზეთისა „ტფილისის უწყებათანი“. გამოიცემოდა თბილისში, 1832 იანვრიდან. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, უნდა გამოსულიყო თვეში ორჯერ: 1–სა და 15 რიცხვებში. სტამბაში, „ტფილისის უწყებათანისბეჭდვის შეფერხების გამო ჟურნალი 5–სა და 25 რიცხვებში გამოდიოდა. . ჯანაშვილის ცნობით, მისი ექვსი ნომერი გამოსულა, ჩვენამდე მხოლოდ ხუთმა ნომერმა მოაღწია. ჟურნალის შეიცავს შემდეგ განყოფილებებს: ისტორია; მოთხრობები; ლექსები; ლიტერატურის ისტორია; კრიტიკა; განცხადებანი; აღმოსავლეთის ლიტერატურა; ანეკდოტები და სხვა. მისი რედაქტორი იყო ქართველი განმანათლებელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი. იგი 1832 წლის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო. შეთქმულების სახელით ცნობილი, ქართველთა მცდელობა, დაებრუნებინათ რუსეთის მიერ წართმეული სახელმწიფოებრიობა, მარცხით დასრულდა. სოლომონ დოდაშვილი სამშობლოდან შორს, ციმბირში გადაასახლეს და ჟურნალის გამოცემა შეწყდა. ჟურნალის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში"

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ