საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია. წ. 2, მევენახეობა
დამატების თარიღი: 2017-06-06 12:38:00

საქართველო ევრაზიის კონტინენტზე, კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ღვინის ცივილიზაციის ქვეყნების ცენტრში მდებარეობს. მისი მიწაწყლის გარკვეული ნაწილი წარმოდგენილია კავკასიონის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე. ავტორს დაკვირვების შედეგად განუმტკიცდა რწმენა, რომ სწორედ დედამიწის ამ მონაკვეთზე ჩამოყალიბდა ქართველი ეთნოსი და იმთავითვე მისი ზრუნვის საგანი ვაზი გახდა. ხალხისა და ვაზის სასწაულებრივმა სიმბიოზმა განაპირობა პროგრესი და ვაზის ცივილიზაციის ცენტრში მოექცა. როდის მოხდა ეს, კონკრეტული თარიღის დადგენა შეუძლებელია, რადგან ეს პროცესი ეპოქალურად მიმდინარეობდა, საწყისები მეზოლითში აშკარად ჩანს, რასაც დაინტერესებული მკითხველი წინამდებარე წიგნში უსათუოდ იპოვის...

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ