სიმბოლური ტექსტები მართლმადიდებელ ეკლესიაში : (მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დოგმატური განსაზღვრებები, რწმენის აღსარებები, ანაფორები)
დამატების თარიღი: 2017-09-27 11:49:00

წინამდებარე გამოცემა მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა მნიშვნელოვანი დოგმატური და სიმბოლური ტექსტის ქართულ ენაზე თარგმნისა და ერთ კრებულში თავმოყრის პირველი მცდელობაა. კრებული დაყოფილია სამ ნაწილად. პირველ ნაწილში შეტანილია ორი ნაშრომი, რომელიც მკითხველს ჯეროვან ინფორმაციას მიაწვდის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გარდამოცემაში მათი ადგილის შესახებ. მეორე ნაწილში თავმოყრილია მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დოგმატური განსაზღვრებები, აგრეთვე რწმენის აღსარებები და ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ანაფორები. მესამე ნაწილში შეტანილია ორი სტატია ე.წ. სამოციქულო რწმენის სიმბოლოსა და ე.წ. წმინდა ათანასეს რწმენის სიმბოლოს შესახებ. აგრეთვე ფერაროფლორენციის კრების დოგმატური დადგენილება, რომელსაც არ აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესია.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ