უსაფრთხო თავშესაფარი : [რომანი]
დამატების თარიღი: 2019-02-04 11:04:00

„უსაფრთხო თავშესაფარს" სპარქსის ყველა რომანის სამარკო ნიშანი ემჩნევა-სიყვარულის ამბავი, საიდუმლოების ზღვა და მეგობრობა, მაგრამ სხვა რომანებთან შედარებით მუქი ფონი გასდევს და მღელვარების გამომწვევი ის ელემენტიც ახლავს, რომელმაც მკითხველს სიამოვნება უნდა მიანიჭოს. რომანში ერინი ქმრის ძალადობას გაექცა და პატარა სამხრეთელ ქალაქს შეაფარა თავი. ახლა მას სახელიც სხვა აქვს-ქეთი. გამოიცვალა სახელიც და გარეგნობაც. ცდილობს, წარსული წარსულსვე ჩააბაროს და დღევანდელი დღით და უკეთესი მომავლის იმედით იცხოვროს. თითქოს ამ ცხელ ქალაქში პოვა უსაფრთხო თავშესაფარი, სიყვარულიც, მაგრამ მოძალადე ქმარს არ სურს წარსულის დავიწყება, მისი დავიწყება. მას ძველებურად უყვარს შინიდან გაქცეული ცოლი, მაგრამ სძულს კიდეც. სიყვარული და სიძულვილი მიერეკება ქალაქიდან ქალაქში მის საპოვნელად, რომ დაიბრუნოს... თუ მოკლას?! სიუჟეტი ლამაზად ვითარდება და ყოველი ფურცელი მომდევნოს წაკითხვის სურვილს აღძრავს, სანამ კვანძი არ გაიხსნება.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ