ხუთი კუთხე : [რომანი]
დამატების თარიღი: 2019-05-02 12:43:00

"ხუთი კუთხე" მარიო ვარგას ლიოსას ბოლო გახმაურებული რომანია. წიგნი პერუს ცხოვრების იმ პერიოდს აღწერს, როცა ქვეყანას დიქტატორი ფუხიმორი მართავდა და ტერორიზმი, მკვლელობები, ადამიანთა გატაცება და სხვა დანაშაულებები პერუელების ყოველდღიურობად იყო ქცეული. რომანის გმირები ჩაბნელებულ ქვეყანაში, კომენდანტის საათისა და შანტაჟის პირობებში, მუდმივი შიშით ცხოვრობენ. ქვეყნის მდგომარეობის ფონზე ლიოსა პერუელი მილიონერების უზრუნველ ცხოვრებასა და ვნებებს ნატურალისტურად აღწერს. „ხუთი კუთხე" ლიოსას აზრით პერუს უახლესი ისტორიის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. კოლონიზაციის პერიოდში ეს უბანი ბოჰემური თავშეყრის ადგილი იყო. სადაც მუდამ მუსიკა ისმოდა და ცხოვრება ჩქეფდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად, ბოროტმოქმედების, მეძავებისა და ნარკოდილერების ბუდედ იქცა.      

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ