დამატების თარიღი: 2016-07-05 16:08:19

ეროვნული ბიბლიოთეკა Jurnal Donation Project (JDP)-ის ფარგლებში იღებს ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალებს ბეჭდურ ფორმატში. პროექტი JDP (ჟურნალების შემოწირვის პროექტი)  არიენ მაკმა და სხ. დაარსეს  1990 წელს  იმ მიზნით რომ, აღმოსავლეთ ქვეყნების და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბიბლიოთეკებში შეექმნილიყო არქივი საუკეთესო აკადემიური სამეცნიერო ჟურნალებისა, რათა  ხელი შეეწყოთ სამეცნიერო და პედაგოგიური პროცესის წარმართვისათვის. ეს ჟურნალები ერთ-ერთი საუკეთესოებია სოციალური მეცნიერების დარგში, ჰუმანიტარულ, იურისპრუდენციაში, სახელმწიფო პოლიტიკაში, ბიზნესის, მედიცინის, ტექნოლოგიის, საბუნებისმეტყველო, სოფლის მეურნეობის, ხელოვნების და არქიტექტურის დარგში.

გარდა ამისა  პროექტში მონაწილე ჟურნალების 95 პროცენტს თან ერთვის ელექტრონული ვერსიის უფასო ხელმოწერა. 1995 წლამდე JDP არსებობდა  მხოლოდ ჟურნალების რედაქტორების და გამომცემლობის შემოწირულობის წყალობით. ამჟამად, რუსეთის და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ბიბლიოთეკებს JDP-ს ფარგლებში აფინანსებს ფონდი კარნეგი ნიუ იორკში. დღეისათვის JDP ბიბლიოთეკების მხარდამჭერი წამყვანი საერთაშორისო პროგრამაა, რომლის საშუალებით 25 ქვეყნის 246 ბიბლიოთეკას ეძლევა საშუალება აირჩიოს პროგრამაში მონაწილე 2.000-ზე მეტი ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალებიდან ბიბლიოთეკის მკითხველთა ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო ჟურნალები.

 

 ბიბლიოთეკაში JDP-ს ხელშეწყობით დაცულია შემდეგი ინგლისურენოვანი ჟურნალები:

1. Acid News
2. Admistrative Science Quarterly
3. American Journal of Islamic Social Sciences
4. American Criminal Law Review
5. American Political Science Review
6. Ancient Civilizations from Scythia to Siberia
7. Applied Linguistics
8. The British Journal for the Philosophy of Science
9. British Journal of Aesthetics
10. Et Cetera: a review of general semantics
11. California Management Review
12. The Classical Quarterly
13. College Literature
14. Econometrica
15. Economics of Transition
16. Ethnomusicology
17. Emory International Law Review
18. European Economic Review
19. European Journal of Education: Research, Development and Policies
20. The Georgetown Law Journal
21. Harvard Law Review
22. Hastings Law Journal
23. Hesperia The Journal of the American School of Classical Studies at Athens
24. Human Biology
25. Iran & Caucasus
26. Journal of American Folklore
27. Journal of American Oriental Society
28. Journal of Clinical Investigation
29. Journal of the History of Medicine and Allied Sciences
30. Kritika: studies in Russian and Eurasian history
31. Legacy: A Journal of American Women Writers
32. London Review of Books
33. NBER Reporter www.nber.org/reporter
34. Perspectives on Politics
35. Political Science and Politics
36. Poetry
37. The Psychoanalytic Review
38. Sight and Sound: the international film monthly

 

JDP ჟურნალები ხელმისაწვდომია ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზში (III კორპ. II სართული) და პერიოდულ გამოცემათა სამკითხველო დარბაზში (II კორპ. II სართული).

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ