დამატების თარიღი: 2012-09-28 14:11:14

 ბიბილიოთეკაში გაწევრიანება-რეგისტრაცია
 

ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისათვის მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ბიბლიოთეკაში ყველა მომსახურება უფასოა. 

ბიბლიოთეკაში გაწევრიანება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებაში წარადგენს მოქალაქის პირადობის მოწმობას (ბინის აღნიშვნით).

სკოლის მოსწავლე, რომელსაც არ აქვს მოქალაქის პირადობის მოწმობა, წარადგენს დაბადების მოწმობას, მოსწავლის მოწმობას და მშობლის პირადობის მოწმობას.

მკითხველის ბილეთი გაიცემა უვადო სარგებლობის უფლებით.

მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილება მდებარეობს ბიბლიოთეკის IV კორპუსში, ფურცელაძის ქუჩა N11.

განყოფილება მუშაობს ყოველდღე 9:30-დან 18:00-მდე. ტელ.: +995 (32) 297 16 58

მკითხველი ვალდებულია:
 

გახსოვდეთ: ბიბლიოთეკის ფონდები ეროვნული საგანძურია. თქვენს გარდა ამ საგანძურით მომავალმა თაობებმაც უნდა ისარგებლონ. ლიტერატურის დაზიანება, ან ბიბლიოთეკიდან წიგნების, ჟურნალების და გაზეთების გატანა წარმოადგენს სახელმწიფო ქონების დატაცებას.

ყურადღება!

კითხველთა რეგისტრაციის განყოფილებაში მიმდინარეობს აქცია!

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2013
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
counters
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ