ვლადიმერ მგალობლიშვილი
ვლადიმერ გიორგის ძე მგალობლიშვილი დაიბადა 1906 წელს. სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა, იყო განათლების სახალხო კომისარიატის უმაღლესი სკოლების სამმართველოს უფროსის მოადგილე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.
1941-1943 წწ. იყო კ. მარქსის სახელობის რესპუბლიკური ბიბლიოთეკის დირექტორი. 1945 წლამდე იყო ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე.
მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული სკოლის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგედ. 1958 წლიდან იყო პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დოცენტი.
გარდაიცვალა 1978 წლის ნოემბერს.
გამოყენებული ლიტერატურა: ვ. მგალობლიშვილი/თბილისი, 1978, 23 ნოემბერი
ვლადიმერ მგალობლიშვილის შრომების ნუსხა