წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო გამოცემების უდიდეს კოლექციას, რომელიც მოიცავს 11000–ზე მეტ დასახელებას (სტატიების 70% სრული ტექსტითაა). მეცნიერებისა და ბიზნესის პრაქტიკულად ყველა სფეროში, გაზეთების სტატიათა სრულ ტექსტებს, ძალზედ მოხერხებულ და ეფექტურ საძიებელს.
მონაცემთა ბაზა მოიცავს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ მეცნიერების ყველა დარგში გამოცემულ 260 დასახელების ჟურნალს თემებზე: სოციოლოგია, ფილოსოფია, ეკონომიკა, ენათმეცნიერება და ფილოლოგია, ბიზნესი, ბიოლოგია, საინჟინრო მეცნიერებები, ხელოვნებათმცოდნეობა, ისტორია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ეკოლოგია, კანონმდებლობა, თეოლოგია, სოფლის მეურნეობა და ა.შ.
მონაცემთა ბაზა მოიცავს 177 სამეცნიერო ჟურნალს ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და ბუნების შემსწავლელ მეცნიერებებათა სფეროში, რომლებსაც აქვეყნებენ ამერიკის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის წევრი სამეცნიერო საზოგადოებები, მუზეუმები და სხვა კვლევითი ორგანიზაციები.
ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნებულია ნაშრომები, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია შინაგანი ორგანოების მედიცინაზე, კარდიოლოგიაზე, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე, ენდოკრინოლოგიაზე, გასტროენტეროლოგიაზე, ჰემატოლოგიაზე, ონკოლოგიაზე, იმუნოლოგიაზე, ალერგიაზე, ინფექციური დაავადებებზე, ნეფროლოგიაზე, ნევროლოგიაზე, ნეიროქირურგიაზე, ფტიზიატრიასა და რევმატოლოგიაზე.
ბიოლოგიურ და ფიზიკურ მეცნიერებებათა დარგის რვა სხვადასხვა დასახელების წამყვანი საერთაშორისო ჟურნალი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეფო საზოგადოებიდან. მონაცემთა ბაზა მოიცავს მსოფლიოში ცნობილ უძველეს კრებულს "Philosophical Transactions of the Royal Society". ჟურნალი უწყვეტად გამოიცემა 1665 წლიდან, რაც მას მსოფლიოში უძველესი და უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ჟურნალის სტატუსს ანიჭებს. ტერმინი Philosophical სიტყვასიტყვით ნიშნავს ბუნების ფილოსოფიას, ასე უწოდებდნენ ზოგადად მეცნიერებას. http://www.facebook.com/RoyalSocietyPublishing.FanPage
მსოფლიო ბანკის 2003 წელს შექმნილი ელექტრონული ბიბლიოთეკა მოიცავს ამ ორგანიზაციის მიერ 2000 წლიდან გამოცემულ ყველა დოკუმენტს – წიგნებს, ჟურნალებს და კვლევით ნაშრომებს.
ელექტრონული ბიბლიოთეკა მომხმარებელს სთავაზობს მასალას ისეთ თემებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, განათლება, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, მრეწველობა, მაკროეკონომიკა და ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის დაძლევა, კერძო სექტორის განვითარება და სხვ.
2013 წლის 6 თებერვლიდან 20 მაისამდე ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის ჩართული იყო ბრიტანული საგამომცემლო კომპანიის - Taylor & Francis Online-მონაცემთა ბაზები. კომპანია აერთიანებს დიდი ბრიტანეთის მრავალ სამეცნიერო გამოცემას.
2013 წლის 11 თებერვლიდან 3 მარტამდე ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისათვის ჩართული იყო სტალინის ციფრული არქივი - http://www.stalindigitalarchive.com/frontend. ელექტრონულ მასალებზე წვდომას უზრუნველყოფს იელის უნივერსიტეტი და საინფორმაციო სამსახური Eastview. 2011 წელს ქრონოლოგიურად გაციფრული სტალინის პირადი ცხოვრების, მისი სამთავრობო საქმიანობისა და საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი მასალები მოიცავს 40 000 დოკუმენტს.
2013 წლის 2 თებერვლიდან 20 აპრილამდე ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისათვის ჩართული იყო Project MUSE-ის მონაცემთა ბაზები. Project MUSE ჰუმანიტარული და სოციოლოგიური მეცნიერების ციფრული გამოცემების ერთ-ერთი დიდი პროვაიდერია. 1995 წლიდან პროექტის სამეცნიერო პერიოდიკის კოლექცია მიეწოდება სხვადასხვ ქვეყნის აკადემიურ, საზოგადოებრივ, სპეციალურ და სასკოლო ბიბლიოთეკებს. ეს კოლექცია გამოირჩევა წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო საზოგადოებების 120 გამომცემლობის სრული, პროფესიული გამოცემებით.
ყურადღება!
მონაცემთა ბაზები სრულად ხელმისაწვდომია მხოლოდ ეროვნულ ბიბლიოთეკის შენობიდან. ამ ბაზებით მკითხველს შეუძლია ისარგებლოს ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილებაში (III კორპ. I სართული) და ინგლისურენოვანი ლიტერატურის სამკითხველო დარბაზში (III კორპ. II სართული).