დამატების თარიღი: 2012-09-30 11:12:50

ელექტრონული რესურსები

 "ელ.რესურსები" შეიცავს როგორც ელექტრონულ საცნობარო ლიტერატურას კატალოგებს, ლექსიკონებს, ცნობარებს, ასევე ელექტრონულ ბიბლიოთეკას - ელექტრონულ ტექსტებს.

ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგებით შესაძლებელია იმის დადგენა, არის თუ არა ბიბლიოთეკაში ესა თუ ის გამოცემა და თუ არის, რა შენახვის შიფრითაა ფონდში დაცული.

ციფრული ბიბლიოთეკა მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომპიუტერით წაიკითხოს ელექტრონულ ფორმატში წარმოდგენილი გამოცმების სრული ტექსტები. ელექტრონული ბიბლიოთეკა შედგება რამოდენიმე პროექტისაგან:

1. იუნესკოს პროექტი გრინსტოუნი - მერაბ მამარდაშვილის სახელობის ციფრული კოლექციები მოიცავს  ქართული კლასიკური ლიტერატურის ყველა ცნობილი წამომადგენლის ნაწარმოებების ტექსტებს. აქვეა გამოცემების სრული ტექსტები სამოქალაქო განათლებაზე, ეკონომიკაზე, სამართალზე და სხვ.

2.ბეჭდური არქივის და დისერტაციების ციფრული კოლექცია - წიგნების და დისერტაციების სრული ტექსტები. წარმოდგენილია ნაბეჭდი გამოცემის ორიგინალის სკანირებული ვერსიები PDF ფორმატში.

3. ელექტრონული ბიბლიოთეკა "ივერიელი" მომხმარებელს სთავაზობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების, ჟურნალების, გაზეთების, ფოტოების და სხვა იშვიათი გამოცემების გაციფრებულ ასლებს.

ქართული გაზეთების საძიებელი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოიძიოს სასურველი გაზეთი არა მარტო სახელწოდების, არამედ გამოცემის დაწყების, ადგილის, რედაქტორის, თემატიკის, გამომცემელი ორგანოსა და ISSN-ის მიხედვით.

ცნობარი ქართველი ავტორები – კოლექციაში წარმოდგენილია თანამედროვე ქართველი ავტორების ბიოგრაფიული მონაცემები და მათი ავტორობით გამოსული წიგნების ბიბლიოგრაფიული აღწერილობები.

საიტზე წარმოდგენილია რამოდენიმე სხვადასხვა თემის ელექტრონული ლექსიკონი: ფსევდონიმების ლექსიკონი, უცხო სიტყვათა განმარტებითი, ადამიანის უფლებათა, სამოქალაქო განათლების, ინგლისურ-ქართული, საკანონმდებლო ტერმინთა, კომპიუტერული და საბიბლიოთეკო ტერმინთა, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული და სხვა ლექსიკონები.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ