ინგლისური ენის საღამოები ჩვენი მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2017-09-25 10:17:00

ძვირფასო მეგობრებო, 

ეროვნული ბიბლიოთეკის მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის, ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზი აგრძელებს ინგლისური ენის საღამოებს.

13 ოქტომბერს, 18: 15 საათზე, გიწვევთ სემესტრის პირველ გაკვეთილზე. 

ლექციებს ჩვენი ამერიკელი სტუმარი, ჯედ გურლი, ინგლისური ენის შემსწავლელი ამერიკული კლუბის, "Cartwheel"-ის ხელმძღვანელი გაუძღვება.

ბატონი ჯედი განათლებით ბიზნესმენი და დიპლომატია. ის, უკვე ორი წელია, საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და ინგლისურ ენას ინოვაციური მეთოდებით, ფილმებით, თამაშებით, ტექსტებითა და საუბრებით ასწავლის. 

მეცადინეობები ჩატარდება ყოველ პარასკევს, 18:15 საათზე.  
დასწრება თავისუფალია, გიწვევთ ყველას! 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ