26 ნოემბერს 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საკონფერენციო დარბაზში გამართა შეხვედრა აქტუალურ და საინტერესო თემაზე ასტრონომ, აბასთუმნის ობსერვატორიის მკვლევარ, ილიას უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი რამიშვილთან.
სტუმარმა წაიკითხა ლექცია თემაზე: „ეგზოტიკური“ ასტრონომიული მოვლენები და მათი როლი კაცობრიობის ისტორიაში“.
ლექცია განსაკუთრებულ ინტერესს იძენს დღეს, როდესაც დედამიწის მაცხოვრებლების ერთი ნაწილი უამრავ ლეგენდას თხზავს 21 დეკემბერთან დაკავშირებით, ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს ტყუილ–მართალში გაერკვეს.