17 ნოემბერს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში მაგდებურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის პროფესორმა, ადამიანის უფლებების ერთ-ერთმა ყველაზე დაფასებულმა თეორეტიკოსმა და ფუძემდებლმა გეორგ ლომანმა ლექცია “რა პასუხისმებლობებს გვაკისრებს ტექნოლოგიური განვითარება“ გამართა.
ლექცია ჩატარდა ფოლკსვაგენის ფონდის, ბონის ფილოსოფიის ინსტიტუტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.