ცხოველთა უფლებების დაცვის დღე ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-12-10 11:01:00

10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ცხოველთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

 

16:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა ცხოველთა უფლებების დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. ფსიქოლოგმა დალი ბერეკაშვილმა წაიკითხა მოხსენება ”სიცოცხლის უფლება”. ფსოქოლოგმა თინათინ ნორაკიძემ გამართა საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, ნაჩვენები იქნა კლიპი.

 

საკონფერენციო დარბაზში ღონისძიების დასრულებისთანავე ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გაიმართა ფილმის Bless the Beasts & Children, Stenley Kramer (1971) ჩვენება. ფილმის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ