დიმიტრი კენჭოშვილის ნახატების გამოფენა
დამატების თარიღი: 2017-12-07 17:17:00

7 დეკემბერს 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დიმიტრი კენჭოშვილის ნახატების გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

დიმიტრი კენჭოშვილი 1997 წელს  დაიბადა.   2015 წელს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა დაამთავრა. 2010 წელს  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილებაზე ჩაირიცხა. პარალელურად დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებლის გრაფიკის ჯგუფი (ათწლედი). ამჟამად სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების (პროგრამირება) ფაკულტეტის მესამე კურსზე.


გამოფენა 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

დასწრება თავისუფალია






 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ