ერნსტ გომბრიხის წიგნის ”ხელოვნების ამბავი” თარგმანის პრეზენტაცია
დამატების თარიღი: 2012-12-15 14:37:00

15 დეკემბერს 17:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამომცემლობა ”ლოგოსპრესის” მიერ გამოცემული წიგნის ”ხელოვნების ამბავი” პრეზენტაცია გაიმართა.

 

სახელოვნებო გამოფენის სტილში გადაწყვეტილ გარემოში პუბლიკა გაეცნო სერ ერნსტ გომბრიხის წიგნხელოვნების ამბავის” თარგმანს. წიგნი ხელოვნების ისტორიის თემაზე დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომადაა აღიარებული. სტუმრების განკარგულებაში იყო ორ საპრეზენტაციო მაგიდაზე მოწყობილი “მცირე სამკითხველოები”, სადაც მკითხველებს გასაცნობად გადაეცათ წიგნის ეგზემპლარები და ინფორმაციით უზრუნველყვეს კონსულტანტებმა.

არტ-პრეზენტაცას შეადგენდა რამდენიმე ნაწილი,  მათ შორის ინტერაქტიული ინსტალაცია; ენდი უორჰოლის შთაგონების ერთ-ერთი ლეგენდარული ობიექტის – კემპბელის სუპის" დაგემოვნება; საპრეზენტაციო მენიუში ასევე იყო ხელოვანთა საყვარელი სასმელი აბსენტი; მონდრიანის სტილში გაფორმებული ნამცხვარი სიურპრიზით.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ