ფრანგი პიანისტისა და კომპოზიტორის ნიკოლა სელოროს კონცერტი
დამატების თარიღი: 2018-03-15 16:02:00

15 მარტს 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფრანკოფონიის თვის ფარგლებში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გამართავს ფრანგი პიანისტისა და კომპოზიტორის ნიკოლა სელოროს კონცერტს. 


ნიკოლა სელორო ანდალუზიური და ნეაპოლიტანური წარმოშობის ფრანგი პიანისტი და კომპოზიტორია. ავტორია მრავალი მუსიკალური სპექტაკლისა, რომელშიც მონაწილეობენ ისეთი ცნობილი ფრანგი მსახიობები, როგორიცაა მიკაელ ლონსდალი, მარი-კრისტინ ბარო, ბრიჟიტ ფოსე და დანიელ მეგიში.

ნიკოლა სელორო შეასრულებს როგორც საკუთარ, ასევე შოპენისა და ლისტის ნაწარმოებებს.




 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ