ყოველწლიური საგანმანათლებლო გამოფენა
დამატების თარიღი: 2012-10-30 13:49:00

30 ოქტომბერს, 13:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ყოველწლიური საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გამართავს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ცამეტ ახალ უნივერსიტეტს წარადგენს, რომელიც სტუდენტებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს ამერიკაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის შესახებ კითხვებს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორები და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები უპასუხებენ.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ