გამოფენა „თოჯინები გიწვევენ საცეკვაოდ“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-11-24 09:28:00

24 ნოემბერს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თოჯინების საერთაშორისო გამოფენათოჯინები გიწვევენ საცეკვაოდგაიმართა.

გამოფენაზე უკრაინისა და საქართველოს მეთოჯინეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, რომელიც სპეციალურად ექსპოზიციისათვის  მომზადდა და  დამთვალიერებელმა პირველად იხილა.

გამოფენა უკრაინულ მეთოჯინეების საზოგადოებრივ გაერთიანება „დე სტილის“ პირველ წლისთავს მიეძღვნა, რომლის მიზანს წარმოადგენდა თოჯინების შექმნის ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების მხარდაჭერა.

ექსპოზიციაში, ქართველ ოსტატებთან ერთად, უკრაინელმა მეთოჯინეებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც სპეციალურად გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ეწვივნენ ქალაქს. გამოფენა მანამდე ქალაქ ტალინს სტუმრობდა.

თოჯინები სხვადასხვა სტილითა და მასალისაგან არის შესრულებული: ქსოვილი, ფაიფური და სხვა.

დამთვალიერებელს საშუალება მიეცა ეხილა უნიკალური თოჯინები, რომლებიც სხვადასხვა ცეკვებს ასრულებენ: ტანგო, ტვისტი და ა. შ.

გამოფენას ორგანიზება გაუწიეს უკრაინის საელჩომ, კულტურის კვლევისა და კოორდინირების ცენტრმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.

გამოფენა 27 ნოემბრამდე გაგრძელდა.  

 

 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ