ირლანდიელი ფსიქოთერაპევტის, მიქაელ მულვიჰილის საჯარო ლექცია
 01/07/2022

ეროვნული ბიბლიოთეკა ყოველი წლის ივნისში ეხმაურება ირლანდიურ ლიტერატურულ დღესასწაულს, Bloomsday-ს, რომელიც ცნობილი მწერლის, ჯეიმს ჯოისის "ულისეს" ეძღვნება და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. წელს, ამ თარიღთან დაკავშირდებით, გთავაზობთ ირლანდიელი ფსიქოთერაპევტისა და მწერლის, მიქაელ პატრიკ მულვიჰილის ლექციას "ადამიანური ურთიერთობები: პიროვნების ტოქსიკური ტრიადის საფასური და შედეგები". მიქაელ პატრიკ მულვიჰილი კლინიკური ჰიპნოზისტი და ფსიქოანალიტიკოსი, ევროპის ჰიპნოთერაპევტთა ასოციაციის წევრი, მწერალი და პოეტი გახლავთ. ლექციაზე განხილული იქნება ადამიანის ბავშვობიდან ზრდასრულობამდე განვითარების ეტაპებიურთიერთობების კონტექსტში. როგორ აისახება ურთიერთობები პიროვნულ განვითარებაზე და როგორ ყალიბდება პათოლოგიური და ჯანსაღი ურთიერთობები. სხვადასხვა ცნობილი ფსიქიატრის თეორიის მიხედვით. 

ლექციაზე გაეცნობით "ბნელი ტრიადის" გავლენას ურთიერთობებზე და ფსიქოპათიის, ნარცისიზმისა და მაკიაველიზმის მახასიათებლებს. "ფსიქოთერაპიის არსი სიყვარულით განკურნება არის" აღნიშნავდა ფროიდი და შემდგომ იუნგი. საუბარი შეეხება სხვადასხვა ევროპელი ფსიქიატრების ნააზრევს ადამიანურ ურთიერთობებზე. როგორი შეიძლება იყოს ჯანსაღი და არაჯანსაღი ურთიერთობები,  როგორ განვასხვავოთ მანიპულაცია და კეთილგანწყობა, პასუხებს ლექციაზე შეიტყობთ. ლექციის დასასრულს, საშუალება გექნებათ, ჰიპნოთერაპიის სეანსსაც გაეცნოთ, რაც ინგლისური ენის შესასწავლადაც საინტერესო მეთოდი აღმოჩნდა. შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, შაბათს, 2 ივლისს, 18:00 საათზე, ინგლისურ ენაზე, დასწრება თავისუფალია.https://meet.google.com/stq-tajx-meq

იხილეთ ლექციის ტექსტი:
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში: https://www.facebook.com/AngloAmerikuliSamkitkhveloDarbazi